ეკონომიკური ატაშეების ნაცვლად, დესპანის პოზიცია იქნება შემოღებული
ეკონომიკური ატაშეების ნაცვლად, დესპანის პოზიცია იქნება შემოღებული

ეკონომიკური ატაშეების ნაცვლად, ახალი პოზიცია, დესპანი იქნება შემოღებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ „ელჩების კონფერენცია 2018“-ზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ატაშეების ნაცვლად, შემოვიტანოთ ახალი პოზიცია – დესპანი, რომელსაც ექნება უფრო მაღალი ლეგიტიმაცია. ის უფრო კარგად იქნება ინტეგრირებული ჩვენთან“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო პატარა ქვეყანაა და არ აქვს რესურსი, საელჩოების პარალელურად ატაშეების მასშტაბური ინსტიტუტები ჰქონდეს.

„გადავწყვიტეთ, უფრო ეფექტიანი იქნება, რომ ეს ინტეგრირებული იყოს საელჩოების სტრუქტურაში“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ.

„ელჩების კონფერენცია 2018“ თბილისში დღეს გაიხსნა და 21 დეკემბერს დასრულდება.