ვახტანგ მახარობლიშვილი - როცა ევროკომისიამ მიიღო ანგარიში, საქართველო არ დაელოდა გადაწყვეტილებას და დაიწყო სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, ეს პოზიტიურად იყო შეფასებული პარტნიორების მხრიდან
ვახტანგ მახარობლიშვილი - როცა ევროკომისიამ მიიღო ანგარიში, საქართველო არ დაელოდა გადაწყვეტილებას და დაიწყო სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, ეს პოზიტიურად იყო შეფასებული პარტნიორების მხრიდან

კანდიდატის სტატუსი არის ძალიან დიდი შედეგი, მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელსაც წინ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები, მნიშვნელოვანი იყო, რომ ევროპულმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, იმ კონსულტაციების პროცესში, რომელიც წინ უძღოდა 14 დეკემბერს, ევროკავშირის ყველა წევრის მხრიდან ფიქსირდებოდა მკაფიო მხარდაჭერა საქართველოსთან მიმართებაში, – ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

როგორც მახარობლიშვილმა განაცხადა, საქართველოს მიმართ ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფო აქვს დადებითი განწყობა.

„მინდა, გაგიზიაროთ უაღრესად ამაღლებული ემოცია და სიტუაცია, რაც იყო უშუალოდ 14 დეკემბერს, რამეთუ იმ დროს, როცა ევროპული საბჭო შუმანის მოედანზე იღებდა გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებით, პარალელურად ბრიუსელის და ბელგიის ყველა მთავარ მუზეუმში იყო ქართული კულტურის და ხელოვნების ზეიმი. ზოგადად, ბრიუსელში, მთლიანად ქალაქში, აეროპორტიდან დაწყებული ქუჩებით დამთავრებული, იყო საქართველოს შესახებ ინფორმაცია. ეს მართლაც ძალიან დიდი ემოციების მომტანი იყო. როცა ევროკომისიამ მიიღო ანგარიში და მკაფიო რეკომენდაცია გასცა, საქართველო არ დაელოდა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, 14 დეკემბერს და ნოემბრის თვიდან დაიწყო აქტიურად მუშაობა სამოქმედო გეგმასა და შემდგომ ნაბიჯებზე. ძალიან პოზიტიურად იქნა აღქმული და შეფასებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რომ საქართველო არ დაელოდებოდა წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, არამდე მყისიერად შეუდგა საქმეს. ეს სამოქმედო გეგმა შემუშავდა და გადაეცა ევროპულ მხარეს. ძალიან მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ მუშაობა, რომ წავიდეთ წინ, დროულად დავიწყოთ გაწევრიანების მოლაპარაკებები და ავიხდინოთ ეს ოცნება“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.