ეკატერინე ტიკარაძე - ველოდებით დაზუსტებულ ინფორმაციას, კორონავირუსის რამდენი შემთხვევა გვაქვს მესტიაში
ამ ეტაპზე ველოდებით დაზუსტებულ ინფორმაციას, ინფიცირების რამდენი შემთხვევა გვაქვს მესტიაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟუნრნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსზე ტესტირება 500-მდე ადამიანს ჩაუტარდა.
„500-მდე ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება. ამ ეტაპზე ველოდებით დაზუსტებულ ინფორმაციას, თუ რამდენი დადებითი შემთხვევა გვაქვს მესტიაში. დღის ბოლოს გვეცოდინება. რეგიონში საკარანტინე რეჟიმი გამკაცრებულია იმისათვის, რომ ეპიდემიოლოგებმა თავისუფლად იმუშაონ და სრული კონტროლი გვქონდეს. სამომავლოდ გამკაცრებას არ ვგეგმავთ.
მესტიაში გუშინ სააფთიაქო სექტორის მობილიზაცია მოვახდინეთ. კონკრეტულ აფთიაქს, რომელიც მესტიაში ფუნქციონირებს, მობილიზება დაევალა. ასევე, ჩართულია საქართველოს ფოსტა, რათა ადგილზე უზრუნველყოს საჭირო პრეპარატების მობილიზება და განაწილება“, – განაცხადა ტიკარაძემ.