ეკატერინე ტიკარაძე - ვუერთდები ჩვენი ექიმების სლოგანს, დარჩი სახლში ჩვენთვის, ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის
ეკატერინე ტიკარაძე - ვუერთდები ჩვენი ექიმების სლოგანს, დარჩი სახლში ჩვენთვის, ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კამპანიას – „დარჩი სახლში!“ შეუერთდა.

„მე, პირველ რიგში, მინდა, გამოვეხმაურო ჩვენი ექიმების სლოგანს – დარჩი სახლში ჩვენთვის, ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მ​ინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს მოსახლეობას, გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის.

მისი თქმით, თვითიზოლაცია და კონტაქტების მაქსიმალური შეზღუდვა ყველაზე ეფექტური ღონისძიებაა კორონავირუსთან საბრძოლველად.