ეკატერინე ტიკარაძე - ვამზადებთ ჯანდაცვის სექტორს, რომ გავუმკლავდეთ ნებისმიერი რაოდენობის ინფიცირებული პაციენტის მიღებას
ეკატერინე ტიკარაძე - ვამზადებთ ჯანდაცვის სექტორს, რომ გავუმკლავდეთ ნებისმიერი რაოდენობის ინფიცირებული პაციენტის მიღებას

ვამზადებთ ჯანდაცვის სექტორს იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, გავუმკლავდეთ ნებისმიერი რაოდენობის ინფიცირებული პაციენტის მიღებას ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით საუბრისას.

მისი თქმით, ვირუსის გავრცელების დინამიკაზე დაკვირვება მიმდინარეობს.

„პერიოდულად ჩვენ ვხედავთ, რომ ვირუსის ნიშნები საკმაოდ დაბალია. ჩვენი ეპიდემიოლოგები და სამედიცინო პერსონალი დღეს არსებულ მდგომარეობას სრულად უმკლავდებიან, ინფიცირებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვაკვირდებით, რომ საქართველოში არის სიკვდილობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ექიმები შეძლებენ, გაუმკლავდნენ ვირუსის მძიმე ფორმებსაც. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცდილობთ და ვამზადებთ ჯანდაცვის სექტორს იმისათვის, რომ გავუმკლავდეთ ნებისმიერი რაოდენობის ინფიცირებული პაციენტის მიღებას ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებში. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ჩართულია რეგულირების სააგენტო და ხდება მონიტორინგი, რომ დარწმუნებული ვიყოთ, ინფექციის მატებასთნ ერთად, ყველა ჰოსპიტალი შეძლებს თუ არა პაციენტების მიღებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.