ეკატერინე ტიკარაძე - სარიტუალო და სადღესასწაულო ღონისძიებებზე მონიტორინგი და საჯარიმო სანქციები უფრო მკაცრი იქნება
სარიტუალო და სადღესასწაულო ღონისძიებებთან დაკავშირებით შრომითი ინსპექცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად განახორციელებს უფრო აქტიურ მონიტორინგს და საჯარიმო სანქციებიც მეტად მკაცრი იქნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვები კვლავ იგივეა, რაც აქამდე იყო, თუმცა მასზე რეაგირება გამკაცრდება.
„შეზღუდვები არის კვლავ იგივე, რაც იყო დღემდე. იკრძალება 200 კაცამდე ადამიანის თავშეყრა. რასაც აქამდე ვაკეთებდით, იყო ის, რომ ვიღებდით შეტობინებას და შეტყობინებაზე ვრეაგირებდით როგორც სიტყვიერი გაფრთხილებით, ასევე ჯარიმებით, მაგრამ დღესდღეობით, შრომითი ინსპექცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად განახორციელებს უფრო აქტიურ მონიტორინგს და საჯარიმო სანქციებიც მეტად მკაცრი იქნება“, – აღნიშნა მინისტრმა.