ეკატერინე ტიკარაძე - სამღვდელოებაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები საგანგაშო მაჩვენებელს არ წარმოადგენს
ეკატერინე ტიკარაძე - სამღვდელოებაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები საგანგაშო მაჩვენებელს არ წარმოადგენს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სამღვდელოებაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები საგანგაშო მაჩვენებელს არ წარმოადგენს.

ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვმუშაობთ საეკლესიო პირებთანაც. შრომის უსაფრთხოების სამსახურს ექნება მათთან დამატებითი შეხვედრები. ვინაიდან ჩვენ გაზაფხულზე საკმაოდ კარგად გვქონდა გაწერილი პროტოკოლი, მნიშვნელოვანია, ეს პროტოკოლი კვლავაც იყოს მათი მხრიდან დაცული. თუმცა, ინფიცირების ციფრი, რომელიც დღეს სამღვდელოებაში გვაქვს, ნამდვილად არ წარმოადგენს საგანგაშო მაჩვენებელს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.