ეკატერინე ტიკარაძე - საჭიროების შემთხვევაში სრული კარანტინი აუცილებლად იქნება, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, ეს არ დაგვჭირდება
საჭიროების შემთხვევაში სრული კარანტინი აუცილებლად იქნება, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, ეს არ დაგვჭირდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც მინისტრი ამბობს, მას მოქალაქეების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის იმედი აქვს.
„ვთვლი, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვამკაცრებთ ზომებს და აქედან გამომდინარე გვაქვს გადადგმული ის ნაბიჯები, რაც უნდა გადადგმულიყო. ჩვენ სამხედრო რეჟიმის მართვას არ ვფიქრობთ, ვინაიდან ვთვლი, რომ საქართველო არის გარკვეულწილად დემოკრატიული სახელმწიფო და ვთვლი, რომ ჩვენი მოქალაქეებიც არიან ძალიან მაღალი შეგნების და შესაბამისად, მათთან დიალოგის შედეგად ისინი გაიაზრებენ, თუ რა რისკის ქვეშ იმყოფება დღეს არამხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო და შესაბამის ზომებს მიმართავენ.
სრულ კარანტინსაც, რა თქმა უნდა, განვიხილავთ და ამას ვაჟღერებთ კიდეც, რომ საჭიროების შემთხვევაში სრული კარანტინიც აუცილებლად იქნება, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ დაგვჭირდება ჩვენი მოქალაქეების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.