ეკატერინე ტიკარაძე - საჭიროების შემთხვევაში არდადეგები გახანგრძლივდება
საჭიროების შემთხვევაში არდადეგების გახანგრძლივების გადაწყვეტილებას მივიღებთ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აკვირდება ეპიდემიის მიმდინარეობას და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, არდადეგების გახანგრძლივების გადაწყვეტილებაც მიიღონ.
„ჩვენ, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ვაკვირდებით ეპიდემიის მიმდინარეობას. იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ 2 მარტიდან-16 მარტამდე სასკოლო არდადეგები გამოაცხადა. ამასთან სასწავლო პროცესი შეწყდა საბავშვო ბაგა-ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებში.