2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებში არდადეგები გამოცხადდა
2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებში არდადეგები გამოცხადდა

კორონავირუსთან დაკავშირებით, პროფილაქტიკის მიზნით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, არდადეგები გამოცხადდა – აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მთავრობამ დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიიღო.

„ჩვენ გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია და ვართ სრულ კოორდინაციაში, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე, ყველა სხვა უწყებასთან. მიღებული გვაქვს რეკომენდაციები და ინსტრუქციები, რომელთა ფარგლებშიც, ტარდება სხვადასხვა სახის საპროფილაქტიკო ღონისძიება ბაგა-ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სახელოვნებო სკოლებში, სერვის ცენტრებში. ასევე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოცხადდეს არდადეგები ბაღებში და სახელოვნებო სკოლებში 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით. მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ კორონავირუსის საპროფილაქტიკოდ თბილისის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას მიმართავს”, – განაცხადა თბილსის მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ.

ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, სასკოლო არდადეგები 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი