ეკატერინე ტიკარაძე - ქართული წარმოების პირბადეები სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს
ქართული წარმოების პირბადეებზე გარკვეული კონსულტაციები გავიარეთ და ის დაცვის კომპონენტი, რომელიც უნდა უზრუნველყოს ამ სახის პირბადემ, სრულად აკმაყოფილებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რამდენად იცავს ქართული წარმოების პირბადეები კორონავირუსისგან და არის თუ არა ამ პირბადეების გამოყენებაზე ოფიციალური ნებართვა სამინისტროს მხრიდან.
„პირბადეებზე იყო მითქმა-მოთქმა. ჩვენთვის ცნობილია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქტიურად იყო ჩართული რეკომენდაციების მიცემის თვალსაზრისით. შემდეგ, ამ პირბადეებზე გარკვეული კონსულტაციები გავიარეთ და ის დაცვის კომპონენტი, რომელიც უნდა უზრუნველყოს ამ სახის პირბადემ, სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.