ეკატერინე ტიკარაძე - ორსული ქალი, რომელიც არის მარნეულელი პაციენტის ახლო ნათესავი, საუნივერსიტეტო კლინიკაშია და მასზე ექიმები ზრუნავენ
ორსული ქალი, რომელიც არის მარნეულელი პაციენტის ახლო ნათესავი, საუნივერსიტეტო კლინიკაშია და მასზე ექიმები ზრუნავენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„დღესდღეობით 79 ინფიცირებული პაციენტი გვყავს. ერთ-ერთი პაციენტი არის საყურადღებო, ეს არის ორსული ქალბატონი, რომელიც არის ჩვენი მარნეულელი პაციენტის ახლო ნათესავი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სწორედ მიზნობრივ ჯგუფებს ვიკვლევთ, დღეს მარნეულში გამოკვლევა მიმართული არის ახლო კონტაქტებსა და ნათესავებზე. შესაბამისად, ამ კლასტერის გამოკვლევისას ჩვენმა სპეციალისტებმა აქ დაადგინეს „კოვიდის“ ინფექცია და ის გადმოყვანილია ამ ეტაპზე თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში. ექიმები ზრუნავენ უკვე მის ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.