ეკატერინე ტიკარაძე - ნაადრევია საუბარი, როგორი იქნება შეზღუდვების მოხსნა, გადაწყვეტილებებს სპონტანურად არ ვიღებთ, დინამიკას ვაკვირდებით
ეკატერინე ტიკარაძე - ნაადრევია საუბარი, როგორი იქნება შეზღუდვების მოხსნა, გადაწყვეტილებებს სპონტანურად არ ვიღებთ, დინამიკას ვაკვირდებით

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით საუბარი იმაზე, თუ როდის და როგორ მოიხსნება კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები ნაადრევია.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი სტაბილურია.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ეტაპისთვის გვაქვს სტაბილური მაჩვენებელი, ინფიცირებულთა რიცხვი 4 500-ს არ აღემატება. ჯერ არ გვაქვს მიღებული შავი პარასკევის ეფექტი, რომელიც იცით, რეალურად, რამდენად დრამატულად იყო ასახული, ამის შედეგებს ჩვენ ჯერ კიდევ მოვიმკით. აქედან გამომდინარე, ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როგორი იქნება შეზღუდვების მოხსნა, ვინაიდან ჯერჯერობით ვსაჭიროებთ, რომ ეპიდემიოლოგებმა გაანალიზონ მომდევნო ტალღა, რომელიც შესაძლოა მოსალოდნელი იყოს. რაც შეეხება შეზღუდვების გადახევდას, ამას რიცხვები გვიჩვენებენ. გადაწყვეტილებებს სპონტანურად არ ვიღებთ, დინამიკას ვაკვირდებით, თუ როგორია ინფექციის მატება, ასევე ლეტალობის შემთხვევები. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ კლინიკების გადატვირთულობა, რომ მათაც მიეცეთ საშუალება ყველა პაციენტს მისცენ ხარისხიანი მომსახურება, ამ ყველაფრის ჯამურად გაანალიზებისას მივიღებთ ერთობლივ გადაწვეტილებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.