ეკატერინე ტიკარაძე - მოკვლევის დასრულების შემდეგ აუდიტის სამსახური ვაქცინებთან დაკავშირებით დასკვნას საზოგადოებას თავად გააცნობს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურს ჯერ მოკვლევა არ დაუსრულებია.
მისივე თქმით, როგორც კი პროცესი დამთავრდება, აუდიტის სამსახური საზოგადოებას დასკვნას თავად გააცნობს.
„აუდიტის სამსახურს მოკვლევა არ დაუსრულებია. ის სწავლობს სავარაუდო ხარვეზებს, რომლებიც შესაძლოა, იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრში. ასევე სწავლობს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე ვაქცინების მარაგების მართვას. მივიჩნიეთ, რომ ასევე მნიშვნელოვანია ქსელის სრულად შესწავლა, რათა გაკონტროლდეს ყველა მარაგი, რომელიც დღესდღეობით ძებნაშია. მას შემდეგ, რაც აუდიტის სამსახური დაასრულებს მოკვლევას, ჩემი თხოვნით, საზოგადოებას დასკვნას თავად გააცნობს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.