ეკატერინე ტიკარაძე - მოვახერხეთ კონტროლის მექანიზმების იმდენად კარგად აღსრულება, რომ ქვეყანაში დღეს ინფექციის მკვეთრი ზრდა არ არის
ეკატერინე ტიკარაძე - მოვახერხეთ კონტროლის მექანიზმების იმდენად კარგად აღსრულება, რომ ქვეყანაში დღეს ინფექციის მკვეთრი ზრდა არ არის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება სტაბილურია და ინფექციის მკვეთრი ზრდა არ ფიქსირდება.

„სტატისტიკის კუთხით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს სრული სტაბილიზაცია, მიხარია, რომ მოვახერხეთ იმდენად კარგად აღსრულება კონტროლის მექანიზმების, რომ დღეს ქვეყანაში არ არის ინფექციის მკვეთრი ზრდა“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, დღღეისთვის ჰოსპიტლებში 2 972  ადგილია თავისუფალი.

„დღის განმავლობაში ხდება 200-მდე ადამიანის ჰოსპიტალიზაცია, სრულად მობილიზებულია ჰოსპიტალური სექტორი, დამატებითი საწოლების მობილიზება საჭირო არ არის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.