აჭარაში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების კონტროლი გამკაცრდება
აჭარაში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების კონტროლი გამკაცრდება

ჭარაში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების კონტროლი გამკაცრდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, გამკაცრებული ღონისძიებები ნიღბის ტარებას და დისტანცირებასაც შეეხება.

„დღეს საქართველოს მასშტაბით ინციდენტობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა აჭარაში ინციდენტობა აღემატება 14-ს, რაც საყურადღებოა. სწორედ აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაშიც ჩატარდება ის გამკაცრებული ღონისძიებები, რომელიც დღემდე ტარდებოდა სხვადასხვა რეგიონში, სადაც ეპიდაფეთქების კერა იყო. უფრო მეტად იქნება გამკაცრებული ღონისძიებები ნიღბის ტარებასა და დისტანცირებაზე, როგორც ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეებში. ასევე, განხორციელდება მონიტორინგი დაწესებულებების, რომლებსაც დავალებული აქვთ თითოეული ბენეფიციარის, პერსონალის მონიტორინგი თერმოსკრინინგის კუთხით, მოხდება მათი გადამოწმებაც“, – განაცხადა ტიკარაძემ.