ეკატერინე ტიკარაძე - მინდა, დავამშვიდო ყველა მოქალაქე, თუ ისინი იმყოფებოდნენ გუდაურში, არ ნიშნავს, რომ მათ აუცილებლად შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი
მინდა, დავამშვიდო ყველა მოქალაქე, თუ ისინი იმყოფებოდნენ გუდაურში, ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ მათ აუცილებლად შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძემ ჩეხ ტურისტებზე საუბრისას, რომელთაც საქართველოდან გამგზავრების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდათ, განმარტა, რომ რისკ ჯგუფში შედიან მხოლოდ ის პირები, რომელთაც დაავადებულთან ქონდათ 15 წუთზე დიდი ხნის კონტაქტი და ერთ მეტრზე უფრო ნაკლები დისტანციით.
„მინდა, დავამშვიდო ყველა მოქალაქე, თუ ისინი ამ პერიოდში იმყოფებოდნენ გუდაურში, ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ მათ აუცილებლად შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი. კორონავირუსი, როგორც ამას დაავადებთა კონტროლის ცენტრი არაერთხელ განმარტავს, გადაეცემა ადამიანს, როდესაც მას აქვს 15 წუთზე მეტი ინტენსიური კონტაქტი და მათი დაშორება პიროვნებასთან არის ერთ მეტრზე უფრო ნაკლები. თუ ეს შეზღუდვა უკვე დაცული არის და თუ ამ დროის მანძილზე არ მომხდარა ხანგრძლივობით კონტაქტი, მაშინ ეს ადამიანები თავისთავად რისკჯგუფში უკვე არ არიან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.