ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსის სამ ახალ შემთხვევასთან ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს დაკვირვება
სამი ახალი შემთხვევა არის არა ევროპული წარმოშობის, ეს გახლავთ ოჯახი, რომლებმაც იმოგზაურეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს არის ახალი კლასტერი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ყველა პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა ამ ოჯახთან კონტაქტში არის იდენტიფიცირებული და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება შემდგომი ტაქტიკის დამუშავებისთვის.
„ასევე, ჩვენ გვაქვს ახალი სავარაუდო მეოთხე შემთხვევა, რომელიც არის აჭარაში, და დღის ბოლოს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოგახსენებთ ზუსტ ინფორმაციას ამ პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.