ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა
ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებსა და კლინიკურ კონსულტანტებს შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. ეკატერინე ტიკარაძემ დეტალური ინფორმაცია მიიღო თითოეულ კლინიკაში არსებული საწოლფონდის რაოდენობის, მათი საჭიროებებისა და დამატებითი რესურსის მობილიზების შესახებ.

„შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს და აღნიშნეს, რომ კლინიკური კონსულტანტების ერთიანი პლატფორმა სამედიცინო მომსახურეობის ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებსაც, რომლებიც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მსუბუქი შემთხვევების კლინიკურ სასტუმროებში მართვას“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.