ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსის გამო, ამ ეტაპზე სწავლის შეწყვეტა არ იგეგმება, არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე
ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსის გამო, ამ ეტაპზე სწავლის შეწყვეტა არ იგეგმება, არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე

კორონავირუსის გამო, ამ ეტაპზე სწავლის შეწყვეტა არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს არანაირი ეპიდემიის საფრთხე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ დროისთვის არ არსებობს.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მინისტრის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.