ეკატერინე ტიკარაძე - ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენება არა ექსპერიმენტული, არამედ მეცნიერებაზე დაყრდნობილი მიდგომა იქნება
ეკატერინე ტიკარაძე - ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენება არა ექსპერიმენტული, არამედ მეცნიერებაზე დაყრდნობილი მიდგომა იქნება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენება არა ექსპერიმენტული, არამედ მეცნიერებაზე დაყრდნობილი მიდგომა იქნება.

„ჩვენ ახლა მივდივართ კლინიკურ სექტორში, სადაც საჭიროების შემთხვევაში კლინიკურ კვლევაში ჩაერთვება „რემდესივირის“ პრეპარატის გამოყენება. კლინიკური კვლევის პრეპარატიც არის ფასიანი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან პირველად, როდესაც დაიდო „რემდესივირზე“ რეკომენდაცია, მაშინაც სახელმწიფოს უნდა შეეძინა ეს პრეპარატი ისევე, როგორც ძალიან ბევრი ვაქცინა დღესდღეობით არის კლინიკური კვლევა, თუმცა ბევრი ქვეყანა, რომელიც ამ კვლევაში მონაწილეობს, მიუხედავად ამისა, მათ აქვთ ფინანსური შენატანები. ეს ექსპერიმენტული მიდგომა არ იქნება პაციენტებზე, ეს იქნება მეცნიერებაზე დაყრდნობით მიდგომა, მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომელ პაციენტებზეც იქნება საუკეთესო გამოსავალი“, – განაცხადა ტიკარაძემ.