ეკატერინე ტიკარაძე - გავაგრძელებთ მუშაობას და ვეცდებით, თავიდან ავიცილოთ ვირუსის შემდეგი ტალღის გავრცელება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვირუსის ნებისმიერი ტალღის დროს არსებობს უკონტროლო გავრცელების საფრთხე და სწორედ ამიტომ მთავრობა და ყველა უწყება მუშაობს კოორდინირებულად, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გაუარესდეს.
მისივე თქმით, საქართველოს დღეს კარგი მაჩვენებლები აქვს და მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა.
„ნებისმიერი ტალღის, იქნება ეს მეორე, მესამე, თუ იყო პირველი, საფრთხე არის, რომ შეიძლება მოხდეს მისი უკონტროლო გავრცელება. არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ ყველა სხვა უწყება მუშაობს კოორდინირებულად, რომ არ მოხდეს ეპიდსიტუაციუს გაუარესება.
რაც შეეხება დღევანდელ ეპიდსიტუაციას, საქართველო არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც აქვს საუკეთესო ეპიდსიტუაცია. ვთვლით, რომ შემდგომშიც გავაგრძელებთ იმ მუშაობას, რის შედეგადაც ვეცდებით, რომ ყველანაირად ავიცილოთ შემდეგი ტალღის და ინფექციის გავრცელება საქართველოში“, – აღნიშნა ტიკარაძემ.