ეკატერინე ტიკარაძე - ძირითადად, გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები და მომავალ დღეებში მეტ გამოჯანმრთელებულს ველოდებით
ეკატერინე ტიკარაძე - ძირითადად, გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები და მომავალ დღეებში მეტ გამოჯანმრთელებულს ველოდებით

ძირითადად, გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები და მომავალ დღეებში მეტ გამოჯანმრთელებულს ველოდებით, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტი არის საყურადღებო.

„დღესდღესობით, ნამდვილად არის რამდენიმე საყურადღებო პაციენტი, თუმცა, ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მათთან ლეტალურ შედეგზე საუბარი არ არის. უბრალოდ, ისინი არიან საყურადღებო პაციენტები და მათთან ტარდება ყველა ღონისძიება, რათა გამოსავალი იყოს დადებითი.

ძირითადად, გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები და მომავალ დღეებში ველოდებით კიდევ უფრო მეტ გამოჯანმრთელებულ პაციენტს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.