ეკატერინე ტიკარაძე - განხილული სამი სცენარიდან დღეს ჩვენ ვართ ყველაზე მსუბუქ და საუკეთესო სცენართან, რომელიც რეალურად იყო მიზანი
ეკატერინე ტიკარაძე - განხილული სამი სცენარიდან დღეს ჩვენ ვართ ყველაზე მსუბუქ და საუკეთესო სცენართან, რომელიც რეალურად იყო მიზანი

დღევანდელი სურათი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენ განვსაზღვროით, შევაფასოთ და შევაჯეროთ ჩვენი ღონისძიებების განხორციელების ხარისხი და ეფექტურობა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, დღეისთვის, განხილული სამი სცენარიდან საქართველო იმ ყველაზე მსუბუქ და საუკეთესო სცენართან არის, რომელიც რეალურად იყო მიზანი.

„ჩვენთვის რამდენიმე მიზანი იყო განსაზღვრული, როცა პირველად კოვიდინფექციის გავრცელების შესახებ შევიტყვეთ მსოფლიოში. ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენებით, რომლითაც შეგვეძლო განგვესაზღვრა, თუ როდის და რა სიდიდის შეიძლებოდა ყოფილიყო პიკი საქართველოში, რამდენიმე სცენარის განხილვის საშუალება გვქონდა. ამ სცენარების განხილვით, ჩვენ სტრატეგიულად ვგეგმავდით, თუ რა ღონისძიებების ჩატარება იყო აუცილებელი და რა პერიოდში იყო იყო ამ ღონისძიებების გატარება აუცილებელი, რათა გვქონოდა იმის საშუალება, რომ ვირუსი გვემართა. ის დინამიკა, რომელიც დღეს გვაქვს, ეს პიკი გადაგვევადებინა ან საერთოდაც, გვქონოდა გარკვეულწილად, უბრალოდ, დინამიური ზრდა ვირუსის ან პაციენტების ნაკადების მართვის კუთხით გვქონოდა ის საშუალებები, რომ ჩვენი კლინიკები და ჰოსპიტალური სექტორი არ გადატვირთულიყო, რათა არ მომხდარიყო ისეთი ფაქტები, როგორიც ეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განვითარდა და ვირუსი გავრცელდა.

აქედან გამომდინარე, ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენეთ და ყველა ღონისძიება ჩავატარეთ, მნიშვნელოვანია, აღინიშნიოს, რომ ეს ღონისძიებები გატარდა უმაღლესი ხარისხის და ჩვენი მოსახლეობის ძალიან მაღალი ჩართულობით, რამაც საშუალება მოგვცა, რომ დღეს დღეისობით, განხილული სამი სცენარიდან ჩვენ ვართ იმ ყველაზე მსუბუქ და საუკეთესო სცენართან, რომელიც რეალურად იყო მიზანი. აქედან გამომდინარე, დღევანდელი სურათი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენ განვსაზღვროთ, შევაფასოთ და შევაჯეროთ ჩვენი ღონისძიებების განხორციელების ხარისხი და ეფექტურობა, ამის შემდეგ შევძლოთ და დავსახოთ ის გეგმები, თუ რა ღონისძიებები იქნება სამომავლოდ გასატარებელი, რომ საქართველოში კოვიდინფექციის პიკური პერიოდი არ განვითარდეს, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, ასევე ჩვენს ჩართულობაზე. რა თქმა უნდა, სხვა შემთხვევაში, მაჩვენებლები ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს და ჩვენ დავდგეთ. ამის მაგალითებიც მსოფლიოში არსებობს. ისეთი ქვეყნების კი, რომელთაც მსოფლიოში ჰქონდათ საუკეთესო მონაცემები და რაღაც პერიოდის მანძილზე საქართველოში იყვნენ სამიზნე და სამაგალითო ქვეყნები, იქ განვითარდა მეორე ტალღა, რომელიც ბევრად უფრო დრამატული აღმოჩნდა, ვიდრე ამ ტალღის მოლოდინი იყო“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.