ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენი მიზანია, ვუმკურნალოთ არა მხოლოდ კოვიდინფიცირებულებს, არამედ არ შევუქმნათ საფრთხე სხვა საჭიროებების მქონე პაციენტებსაც
ჩვენი მიზანია, ჩვენ ვუმკურნალოთ არა მხოლოდ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, არამედ არ შევუქმნათ საფრთხე იმ პაციენტებს, რომლებსაც სხვა საჭიროებები აქვთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძემ გეგმური ოპერაციების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა გეგმური ოპერაცია გაგრძელდება დიაგნოზების გათვალისწინებით.
„მნიშვნელოვანია, ჩვენ ვითვალისწინებდით ამ ოპერაციის სირთულეს. აქედან გამომდინარე, მათი დაფინანსება, რა თქმა უნდა, გაგრძელდა, არ შეწყვეტილა. შემდგომშიც, ეს ყველაფერი გაგრძელდება ისევე იმ დიაგნოზების, სირთულისა და საჭიროებების გათვალისწინებით, რომელიც პაციენტებს აქვთ. მიზანი არის, რომ ვუმკურნალოთ არა მხოლოდ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, ასევე არ შევუქმნათ საფრთხე იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ სხვა საჭიროებები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.