ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენი მიდგომა სამედიცინო ჰოლდინგში პრობლემების მოგვარებისკენ არის მიმართული და ეს არ გულისხმობს რომელიმე ექიმის ან ექიმთა ჯგუფისადმი არასწორ მიდგომას
ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენი მიდგომა სამედიცინო ჰოლდინგში პრობლემების მოგვარებისკენ არის მიმართული და ეს არ გულისხმობს რომელიმე ექიმის ან ექიმთა ჯგუფისადმი არასწორ მიდგომას

საქართველოში ექიმების ხელფასები დამოკიდებულია თითოეული კლინიკის შემოსავალზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხდა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის კლინიკების წარმომადგენელთა ხელფასების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას.

მისი თქმით, ონკოლოგიური საავადმყოფოს შემთხვევაში, მათი შემოსავალი არ აღემატება 70 ათას ლარს, მაშინ, როდესაც კლინიკის სახელფასო ანაზღაურება მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე შემოსავალი.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ დღესდღეობით ვმსჯელობთ, როგორ შეიძლება, მოვაგვაროთ პრობლემები, რომელიც, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად არის განხორციელებული, მაგრამ ჩვენი მიდგომა ცალსახად არის პრობლემების მოგვარებისკენ და არავითარ შემთხვევაში ამ პრობლემების მოგვარება არ გულისხმობს, რომელიმე ექიმის ან ექიმთა ჯგუფისადმი არასწორ მიდგომას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი, ბავშვთა ინფექციური და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოები ერთიანდება.