ლაშა ხუციშვილი - ის, რომ მოსახლეობის ხელფასები და შემოსავლები არ იზრდება ეკონომიკის ზრდასთან ერთად, სპეკულაციაა
ლაშა ხუციშვილი - ის, რომ მოსახლეობის ხელფასები და შემოსავლები არ იზრდება ეკონომიკის ზრდასთან ერთად, სპეკულაციაა

ის, რომ მოსახლეობის ხელფასები და შემოსავლები არ იზრდება ეკონომიკის ზრდასთან ერთად, სპეკულაციაა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მედიანური ხელფასი რომ ავიღოთ, რომელიც ზუსტი მონაცემია, საშუალო ხელფასი 2012 წელს იყო 712 ლარის ოდენობით, 2022 წელს იყო 1 543 ლარი და 2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, არის 1 855 ლარი, რაც 2,6-ჯერ მეტია, ვიდრე ეს იყო 2012 წელს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.