ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენ ვართ კონკრეტულად მიზნობრივები და ჩვენი ეფექტურობაც უფრო იზრდება
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დღესდღეობით ვართ ეფექტურები და გვაქვს შედეგი, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას მასობრივ ტესტირებასთან დაკავშირებით.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ეფექტურობა და შედეგი.
„მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღესდღეობით ჩვენ ვართ ეფექტურები და გვაქვს შედეგი. აქედან გამომდინარე, ჩვენი შემდგომი ნაბიჯებიც აუცილებლად იქნება თანმიმდევრული და მიზნობრივი, რადგან მსგავსი მიდგომა აქვს ევროპის ნებისმიერ ქვეყანას და ეს ქვეყნები არის გერმანია, შვეიცარია, ავსტრია, და მათ ჩამონათვალი დიდია. ეს ჩვენი მიდგომა კვლავ დარჩება ისეთი, როგორც არის იმ ჯგუფების გაფართოებით, რასაც ჩვენ ეტაპობრივად ვახორციელებთ. მივიჩნევთ, რომ ვართ კონკრეტულად მეტად მიზნობრივები და ჩვენი ეფექტურობაც უფრო იზრდება“, – განაცხადა მინისტრმა.