ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენ ალბათ გადავალთ იმ რეჟიმში, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული
ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენ ალბათ გადავალთ იმ რეჟიმში, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული

დღეს როგორც იცით, გვაქვს მაღალი მაჩვენებელი. ჩვენ ალბათ გადავალთ იმ რეჟიმში, როდესაც ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული მაჩვენებელი, ეს არის მოლოდინი. სწორედ ამიტომაც ვცდილობთ ღია კომუნიკაციას, რომ მოსახლეობისთვის ეს არ იყოს შემთხვევითობა და ამან არ გამოიწვიოს ზედმეტი მღელვარება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, არის იმის საშუალება, როგორც ჰოსპიტალურ სექტორში, ასევე პირველადი ჯანდაცვის სექტორში ინფიცირებულებს მაღალ რაოდენობას გაუმკლავდეს.

„დღეის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა პირველადი ჯანდაცვის სექტორში. იცით, რომ დავამატეთ რამდენიმე მიმღები ზარის ობიექტი ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე და გაუმჯობესდა პაციენტებზე მონიტორინგი, არ ვგულისხმობ ხარისხობრივ მონიტორინგს, არამედ რაოდენობრივ მონიტორინგს, ვინაიდან სწორად ნაწილდება უბნის ექიმებზე პაციენტების რაოდენობა. შესაბამისად, მათი ჩართულობა მეტად გააქტიურებულია. გუშინდელი დღის მანძილზე ჩვენ ვმართეთ 3 446 საქმე, აქედან პრობლემური 340, რომელიც კოვიდ ინფიცირებულების ჯანმრთელობას ეხებოდა და კონკრეტულად ჩვენთან დაკონტრაქტებული ოჯახის ექიმების მხრიდან ნაწარმოები იქნა 749 საქმე“, – განაცხადა ტიკარაძემ.