ეკატერინე ტიკარაძე - ჩემთვის, როგორც მინისტრისთვის, ექიმისთვის და პოტენციური პაციენტისთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში უსაფრთხო და ხარისხიანი მედიკამენტი არსებობდეს ბაზარზე
ეკატერინე ტიკარაძე - ჩემთვის, როგორც მინისტრისთვის, ექიმისთვის და პოტენციური პაციენტისთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში უსაფრთხო და ხარისხიანი მედიკამენტი არსებობდეს ბაზარზე

საქართველოში ჩამოსული ექსპერტთა ჯგუფის, რომელმაც შეისწავლა არა მხოლოდ ფარმა ბაზარი, ჯანდაცვის სექტორიც, დასკვნის პირველ აბზაცშივე იკითხება, რომ ეს გახლავთ პრობლემა იმის, რომ საქართველოში არის პირველ რიგში წამალი, რომლის ხარისხიც რთულად დასადგენია და შემდეგ უკვე ფასი, – ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვას, ფარმაცეპტული ბაზრის რეგულირების თემაზე საუბრისას რატომ დაიწყეთ საუბარი მაშინვე ჰოლდინგების დაშლაზე.

ტიკარაძის თქმით, მისთვის, როგორც მინისტრისთვის, ექიმისთვის, ასევე როგორც პოტენციური პაციენტისთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში უსაფრთხო და ხარისხიანი მედიკამენტი არსებობდეს ბაზარზე.

„რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს და ხშირად მტკივნეული ნებისმიერი განცხადება, საქართველოში ჩამოსული იყო არაერთი ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც შეისწავლა არა მხოლოდ ფარმა ბაზარი, ასევე ჯანდაცვის სექტორიც და მათი მხრიდან დადებული ნებისმიერი დასკვნის პირველ აბზაცშივე იკითხება, რომ ეს გახლავთ პრობლემა იმის, რომ საქართველოში არის პირველ რიგში წამალი, რომლის ხარისხიც რთულად დასადგენია და შემდეგ უკვე ფასი.

ჩემთვის, როგორც მინისტრისთვის და როგორც ექიმისთვის, ასევე როგორც პოტენციური პაციენტისთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ეფექტური, უსაფრთხო და ხარისხიანი მედიკამენტი არსებობდეს ბაზარში და შემდეგ უკვე დავიწყოთ მასთან მიმართებაში ფასზე საუბარი და ფასის რეგულირება. სწორედ ამას ემყარებოდა ბატონი პრემიერის განცხადება, ვინაიდან უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციაც გადის სწორედ ჰოლდინგური ჯგუფის დაშლაზე. რამდენადაც მახსოვს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან დადებული კვლევაც არის გამოქვეყნებული და იქაც იკითხება, რომ ჰოლდინგური ჯგუფი არის საკმაოდ დიდი პრობლემა“, – განაცხადა ტიკარაძემ.