ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ზოგადი მზადყოფნა დამაკმაყოფილებელია
ქვეყანაში ზოგადი მზადყოფნა არის დამაკმაყოფილებელი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ამ ეტაპისთვის კოვიდინფექციის 230 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 54 გამოჯანმრთელებულია და სამი გარდაცვლილი.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ 230-ში გვყავს ჩვენი სამი მოქალაქე, რომელთა გადმოყვანა მოხდა სხვადასხვა ქვეყნიდან და ისინი მკურნალობას დღეს საქართველოში აგრძელებენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გვყავს საყურადღებო და მძიმე პაციენტები, რომელთაც ექიმები აქცევენ სათანადო ყურადღებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს დაგვემატა კიდევ ორი გამოჯანმრთელებული და მათი ჯამია 54“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.