ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ იანვრიდან კარანტინი და თვითიზოლაცია 2000-მდე ადამიანმა გაიარა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, იანვრიდან კარანტინი და თვითიზოლაცია გაიარა 2000-მდე ადამიანმა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, კარანტინში იმყოფებოდა 426 ადამიანი, საიდანაც 263 ადამიანმა დატოვა უკვე კარანტინი და მათ ჯანრთელი ადამიანის სტატუსი აქვთ.
„ჩვენთან სამკურნალოდ იმყოფება უკვე 24 პაციენტი, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ ოთხი პაციენტის კლინიკური მდგომარეობა არის საყურადღებო, მაგრამ ექიმებს აქვთ ღრმა რწმენა, რომ გამოსავალი იქნება დადებითი“, – განაცხადა ტიკარაძემ.