ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნის რესურსი ამ ეტაპზე არ არსებობს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის რესურსი ამ ეტაპზე არ არსებობს.
მისი თქმით, ქვეყანაში მოსალოდნელია კორონავირუსის მესამე ტალღა.
„გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის რესურსი ამ ეტაპზე არ არსებობს, ვინაიდან ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მესამე ტალღის პიკის მაჩვენებელი იქნება. ჩვენ უზრუნველვყობთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.