ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ევროპის მიმართულებით ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ქვეყნებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ევროპის მიმართულებით ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ქვეყნებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„საქართველო ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად მოხვდა იმ 15 ქვეყნის სიაში, რომელსაც ევროკავშირი აღიარებს, როგორც მწვანე ქვეყანას. შესაბამისად, მზად არის, გაუხსნას საზღვრები.
გამოკვეთილი არის გარკვეული ქვეყნები, სადაც ეპიდსიტუაცია საქართველოს მსგავსია, რაც ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებიდან ფრენების აღდგენას არ ექნება საქართველოს ეპიდსიტუაციაზე უარყოფითი გავლენა.
შესაბამისად, დღეს ჩვენ მუშაობთ ინდივიდუალურად ამ ქვეყნებთან იმისათვის, რომ მოხდეს დეტალურად შეთანხმება, რომელი პირობები იქნება დაცული იმ შემთხვევაში, თუკი ქართველი მგზავრი იმგზავრებს ევროპის მიმართულებით ან პირიქით, თუკი ევროპელი მგზავრი იმგზავრებს საქართველოს მიმართულებით“, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.