ეკა სეფაშვილმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა - მადლობას გიხდით, რადგან სამიტის დეკლარაციაში ხაზგასმულია რუსეთის აგრესია როგორც უკრაინის, ისე საქართველოს მიმართ
ეკა სეფაშვილმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა - მადლობას გიხდით, რადგან სამიტის დეკლარაციაში ხაზგასმულია რუსეთის აგრესია როგორც უკრაინის, ისე საქართველოს მიმართ

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ევროპის საპარალმენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს, ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სესიაზე მიღებულ დოკუმენტში ნახსენებია რუსეთის აგრესია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს მიმართაც და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა.

ამასთან, ეკა სეფაშვილმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს, სორდის კოლბრუნ გილფადოთირს კითხვით მიმართა. სეფაშვილმა იმ მექანიზმების შესახებ დასვა კითხვა, რომელმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვა უნდა უზრუნველყოს.

„პირველ რიგში, ნება მომეცით, მადლობა გადაგიხადოთ, რადგან სამიტის დეკლარაციაში ხაზგასმულია რუსეთის აგრესია როგორც უკრაინის, ისე საქართველოს მიმართ. სამწუხაროდ, მსოფლიო მოწმეა ოკუპაციისა და ბევრი ტიპის დაპყრობის. ქალბატონო მინისტრო, თქვენს გამოსვლაში აღნიშნეთ, რომ მულტილატერალიზმის ძალის გჯერათ. რა სახის საერთაშორისო მექანიზმი შეიძლება შემუშავდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად?“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ინფორმაცია მოძრაობა „ხალხის ძალამ“ გაავრცელა.