ეკა ბესელია - საქართველოში დემოკრატიული სტანდარტები დღითიდღე ძლიერდება და ქვეყანა ამ მხრივ გაბედულ ნაბიჯებს დგამს
ეკა ბესელია - საქართველოში დემოკრატიული სტანდარტები დღითიდღე ძლიერდება და ქვეყანა ამ მხრივ გაბედულ ნაბიჯებს დგამს

საქართველოში დემოკრატიული სტანდარტები დღითიდღე ძლიერდება და ქვეყანა ამ მხრივ გაბედულ ნაბიჯებს დგამს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდებებს არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების შეფასებებს უპირისპირებს.

ეკა ბესელია ამბობს, რომ ისეთი გავლენიანი ორგანიზაციები, როგორებიცაა ევროსაბჭიო, ევროკავშირი და სხვა სტრატეგიული პარტნიორები მუდმივად და ღიად აფიქსირებენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიული სტანდარტები დღითიდღე ძლიერდება.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები უცხო არ არის წინასაარჩევნო პერიოდში.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელა.