ეკა ბესელია - მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის საკითხის განხილვა იმიტომ შეჩერდა, რომ თხოვნა შეგონებული იყო
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იმიტომ გააკეთა სპეციალური განცხადება მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის საკითხის განხილვაზე, რომ შეგონებული იყო, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.
„შეჩერდა მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის საკითხის განხილვა, რადგან შეგონებული და მიღებული იყო ეს თხოვნა. პარლამენტის თავმჯდომარემ ამიტომ გააკეთა სპეციალური განცხადება, არ ხდება იმ კანონპროექტის განხილვა და შეჩერებულია ეს პროცესი. ჩვენ ვსაუბრობთ იმ სივრცის გამკაცრებაზე, რაც დარჩა დასარეგულირებელი. უნდა შეისმინოს ხელისუფლებამ, როდესაც ელაპარაკება ხალხი და ესაუბრება ეკლესია. ვისაც აქვს ეს შეგრძნებები, რომ უნდა შეისმინოს, უნდა შეისმინოს. ჩვენ შევისმინეთ, რადგან მეც მაქვს ეს შეგრძნება. მრევლი ვარ და ძალიან კარგად მესმის, ზოგჯერ საკმაოდ არასასიამოვნო მოსასმენია, ასევე როდესაც უსამართლო შეფასებები და ინტერპრეტაციები კეთდება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ორ ნაწილად გაიყოფა. მისი განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტის ერთი ნაწილის განხილვა ცალკე მოხდება, რომელიც საქართველოში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებს აწესებს. მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა კი საჩქარო არ არის.