დეპუტატი ეკა ბესელია ნიკა გვარამიას მადლობას უხდის.
მისი თქმით, მადლობელია იმ პოზიციისთვის, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ „რუსთავი2“-ის გენერალურმა დირექტორმა და საზოგადოებამ გამოხატეს.
ამის შესახებ განცხადება იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა.
„მადლობელი ვარ იმ სოლიდარობისთვის, რაც გამოხატა ნიკამ აი, ამ ცნობილი მორალური შეტევის დღეებში და ყველა ადამიანის, ვინც იყო სოლიდარული და ამით სამოქალაქო პოზიცია იყო სწორი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელია „რუსთავი 2“-ის ეთერში გიორგი გაბუნიას გადაცემაში იყო სტუმრად.
ეკა ბესელიას ინტერვიუს გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ დღეს „ეკა ბესელიას სრული ანატომია დაიდო“.
„აწი დასკვნები თქვენ გააკეთეთ. გიორგი გაბუნია არ ჩხუბობს ეთერში, მას არ მიყავს ჰარდთოქი. ის სულ სხვა ჟანრშია. ის არაა ნიკა გვარამია. ის აცლის რესპონდენტს, უპასუხოს მის მთავარ კითხვებს ვრცლად და საფუძვლიანად და აცლის, სრულად “გაშიშვლდეს” თქვენს წინაშე. ეს ხან კარგად გამოსდის, ხან ნაკლებად. დღეს იყო იდეალური“, – წერს ნიკა გვარამია .