იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დღეს სასტუმრო „რედისონში“ კომიტეტის ერთწლიან მუშაობას შეაჯამებს.
ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და NDI-ს წარმომადგენელი თამარ სართანია დაესწრებიან.
შემაჯამებელ პრეზენტაციაზე აქცენტი იურიდიული კომიტეტის მიერ მიღებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებზე გაკეთდება.