ეკა ბესელია - ჩვენ წესებს დავიცავთ, მაგრამ უსამართლობის ვირუსი ადამიანს არანაკლებ კლავს
ჩვენ წესებს დავიცავთ, მაგრამ უსამართლობის ვირუსი ადამიანს არანაკლებ კლავს, – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„საფრთხეა ვირუსი, მაგრამ ასევე საფრთხეა უსამართლობის ვირუსი – რომ შეგეყრება, ამასაც უნდა ებრძოლო. ჩვენ აქ წესებს დავიცავთ, მაგრამ უსამართლობის ვირუსი ადამიანს არანაკლებ კლავს“,- აღნიშნა ეკა ბესელიამ.