„ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები ხორციელდება
„ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები ხორციელდება.
ამასთან, კომპანია სანავსადგურო ოპერაციებს უწყვეტად განაგრძობს.
„ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ ყოველდღიურად ვიღებთ სხვადასხვა საჭირო ზომას, რათა თავიდან ავირიდოთ კორონავირუსის გავრცელება. საპორტო ტექნიკის, შენობა-ნაგებობებისა და მცურავი ერთეულების პარალელურად დეზინფექცირება ჩაუტარდა ნავსადგურში შემომავალ გარე სატვირთო ავტომანქანებსა და მოიჯარეთა თევზსაჭერ გემებს, რომელთა მეთევზეებსაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს – Maritime Transport Agency of Georgia წარმომადგენლებმა ქართული წარმოების პირბადეები გადასცეს“, – ნათქვამია „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომპანია აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში შეუფერხებლად გრძელდება პორტში მომხმარებელთა მომსახურება.
„ზედმიწევნით ვიცავთ უსაფრთხოების ყველა წესს ჩვენი თანამშრომლებისა და ნავსადგურის ვიზიტორების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“.