ეგზიტპოლის თანახმად, იტალიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ჯორჯია მელონის მეთაურობით მოქმედი კოალიცია იმარჯვებს

01:34, 26.09.2022

ეგზიტპოლის თანახმად, იტალიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე, ჯორჯია მელონის მეთაურობით მოქმედი კოალიცია იმარჯვებს.

დასავლური მედიის ინფორმაციით, არჩევნებში საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში, ჯორჯია მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდება.

ჯორჯია მელონის კოალიციური პარტნიორები მატეო სალვინის პარტია „ლიგა“ და სილვიო ბერლუსკონის პარტია „წინ იტალია“ არიან.

მსგავსი