ეგზიტპოლის შედეგებით, პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ხმების 36.8%, ხოლო დონალდ ტუსკის „სამოქალაქო კოალიციამ“ 31.6% მოიპოვა
ეგზიტპოლის შედეგებით, პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ხმების 36.8%, ხოლო დონალდ ტუსკის „სამოქალაქო კოალიციამ“ 31.6% მოიპოვა

პოლონეთის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა.

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მმართველმა პარტიამ, „კანონი და სამართლიანობა“ (PiS) ხმების 36.8 პროცენტი მოიპოვა.

ამავე შედეგებით, ხმების 31.6 პროცენტი მიიღო „სამოქალაქო კოალიციამ“ (KO), რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობს.

ეგზიტპოლის მიხედვით, მესამე ადგილს 13 პროცენტით პარტია „მესამე გზა“ იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზე 8.6 პროცენტით პარტია „მარცხენა“ გავიდა.

როგორც პოლონური მედია წერს, აღნიშნული მონაცემები თუ დაემთხვევა არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, შესაძლოა, მთავრობას სათავეში ოპოზიციის გაერთიანებული კოალიცია ჩაუდგეს. იმ შემთხევაში, თუ არჩვენებში მეორე, მესამე და მეოთზე ადგილებზე გასული სამი პარტია გაერთიანდება, სავარაუდოდ, ექნება მანდატების უმრავლესობა პოლონეთის 460-ადგილიან პარლამენტში.