ეგზიტპოლების შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ადგილზე დავით ბაქრაძეა
ეგზიტპოლების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი დავით ბაქრაძე მესამე ადგილზეა.
ბაქრაძე მესამე ადგილზე გავიდა, როგორც „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ასევე „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით.
ამასთან, „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. ხოლო „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის მეორე ტურია მოსალოდნელი.
„ქართული ოცნების“ დაკვეთით ეგზიტპოლი სოციოლოგიური კვლევების კომპანია „ფსიქოპროექტმა“ ჩაატარა, ხოლო „რუსთავი 2“-ის დაკვეთით – „ედისონ რისერჩმა“.