„ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა
„ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა

„ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

„ქართული ოცნების“ დაკვეთით ეგზიტპოლი სოციოლოგიური კვლევების კომპანია „ფსიქო პროექტმა“ ჩაატარა.

შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოსალოდნელი არ არის.

 

დატოვე კომენტარი