ეგვიპტეში, სინაის ჩრდილოეთ ნაწილში შეტაკებებისას 15 სამხედრო დაიღუპა
ეგვიპტეში, სინაის ჩრდილოეთ ნაწილში შეტაკებების შედეგად 15 სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ეგვიპტის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ადასტურებენ. ვრცელდება ცნობა, რომ ორმხრივი სროლის დროს ლიკვიდირებულია შვიდი თავდამსხმელი. მოგვიანებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ეგვიპტის უსაფრთხოების ძალებმა სინაის ნახევარკუნძულზე ისლამისტების წინააღმდეგ სამხედრო კამპანია ერთი წლის წინ წამოიწყეს. მას შემდეგ, ეგვიპტელმა სამხედროებმა ათობით მებრძოლის ლიკვიდაცია მოახდინეს.