მედია - ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი ღაზიდან ლტოლვილების სინაის ნახევარკუნძულზე დასახლების იდეის წინააღმდეგია
მედია - ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი ღაზიდან ლტოლვილების სინაის ნახევარკუნძულზე დასახლების იდეის წინააღმდეგია

ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი მოსტაფა მედბოული ღაზიდან ლტოლვილი ადამიანების სინაის ნახევარკუნძულზე დასახლების იდეის წინააღმდეგია. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მანამდე ისრაელის ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ისრაელელ მაღალჩინოსნებს სურთ, რომ ღაზაში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეების გადაყვანა მოხდეს ჩრდილო-აღმოსავლეთით, ეგვიპტეში.

ამასთან, ჩრდილოეთ სინაიში ვიზიტის დროს ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა, მოსტაფა მედბოულიმ განაცხადა, რომ რეგიონული კონფლიქტი ეგვიპტის ხარჯზე არ უნდა გადაწყდეს.

„რაფაჰის“ გამშვები პუნქტი, რომელსაც ეგვიპტე აკონტროლებს, ერთადერთი გზაა, რომლითაც ღაზის სექტორის მცხოვრებლებს ღაზის დატოვება შეუძლიათ.