ეგვიპტელმა სამხედროებმა 16 რადიკალი ისლამისტი გაანადგურეს. ანტიტეორისტული სპეცოპერაცია სინაის ნახევარკუნძულზე ჩაატარეს.
როგორც ეგვიპტის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, განადგურებულია ტერორიზმში ეჭვმიტანილთა იარაღი, მოტოციკლეტები და მანქანებიც.
დაკავებული ოთხი მებრძოლი და 30 ადამიანი, რომელთაც ტერორისტების დახმარებაში სდებენ ბრალს. სამხედრო ოპერაციაში ჩართულია ეგვიპტის ავიაცია, ფლოტი და მესაზღვრეებიც.
სამხედროებმა აღმოაჩინეს ტერორისტების საკომუნიკაციო ცენტრი და ნარკოტიკების მწარმოებელი ექვსი ქარხანა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ეგვიპტის ლიდერმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ მოუწოდა სამხედროებს ქვეყანაში მოქმედი ბანდფორმირებები თვის ბოლომდე გაანადგურონ. გავრცელებული ცნობით, ლიკვიდირებულებს შორის არიან „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებიც.