ეგვიპტე თურქეთის მიერ სირიაში დაწყებული ოპერაციის გამო არაბული ლიგის საგანგებო შეხვედრას ითხოვს
ეგვიპტე თურქეთის მიერ სირიაში დაწყებული ოპერაციის გამო არაბული ლიგის საგანგებო შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„ეგვიპტე უმკაცრესად გმობს თურქეთის აგრესიას სირიის ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია ეგვიპტის საგარეო უწყების განცხადებაში.
ეგვიპტის შეფასებით, თურქეთის ოპერაცია ეს არის ღია და მიუღებელი თავდასხმა მოძმე არაბული სახელმწიფოს სუვერენიტეტზე.
თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაცია დღეს დაიწყო. მანამდე აშშ-მა აღნიშნული რაიონიდან საკუთარი ძალები გაიყვანა.