ედგარს რინკევიჩსი - სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა საქართველოს ევროპული გზის გადამწყვეტი ელემენტია
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი აცხადებს, რომ გიგი უგულავას საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი ბევრ კითხვას აჩენს.
ამის შესახებ დიპლომატმა „ტვიტერში“ დაწერა.
„გიგი უგულავას საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი აჩენს ბევრ კითხვას და იწვევს შეშფოთებას. მის გარშემო არსებული გარემოებები ხელს არ უწყობს პოლიტიკურ დიალოგს. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა საქართველოს ევროპული გზის გადამწყვეტი ელემენტია”, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი.